"სამარცხვინო" - გიგი წერეთელი ივანიშვილის განცხადებაზე
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აგვისტოს ომის გამო ქართველებს ბოდიში აქვთ მსოახდელი, "ერთიანობის" ლიდერი გიგი წერეთელი "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს განცხადება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა და კრემლის ნარატივია.
ეს არის მართლაც სამარცხვინო განცხადებები, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ის მხარს უჭერს კრემლის გზავნილებს, ეს არის ის ნარატივები, რომოლიც აქვთ რუსებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკას ძირს უთხრის და იმ მიღწევებს, რომელიც არის ამ მიმართულებით, - ამბობს გიგი წერეთელი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.