ივანიშვილმა იმ უდიდეს დანაშაულზე ისაუბრა, რომელიც წინა რეჟიმმა 2008 წელს ჩაიდინა - კობახიძე

15.09.24 11:40
ივანიშვილმა იმ უდიდეს დანაშაულზე ისაუბრა, რომელიც წინა რეჟიმმა 2008 წელს ჩაიდინა - კობახიძე

ივაიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო და ასეთივე ომის გაჩაღება სურთ ახლაც. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მათი მთავარი ამოცანა  2008 წლის მსგავსი მოვლენების თავიდან აცილებაა.

მან (ივანიშვილმა) ასევე ისაუბრა იმ უდიდეს დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა 2008 წელს, როცა მათ გააჩაღეს ომი ჩვენს ქვეყანაში და ასეთივე ომის გაჩაღება სურთ ამ ადამიანებს ახლა. რაც შეეხება რუსეთს, ყველამ იცის, როგორია ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, საქართელოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს ყველამ კარგად იცის. ახლა რაზეც არის მთავარი სასაუბრო, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ისეთივე მოვლენების გავითარება, რაც გავითარდა 2008 წელს, - განაცხადა კობახიძემ.

ბიძნა ივანიშვილმა გუშინ გორში მოსახლეობასთანდ აგეგმილ შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნების მოგების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველმა ხალხმა ბოდიში უნდა მოიხადოს.  

ოლიგარქმა ასევე დაანონსა, რომ დასჯის ყველას, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი. 

მსგავსი სიახლეები