რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს - რას ამბობს შაჰინი
რატომ დაემალა ბიძინა ივანიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომელთაც მასთან შეხვედრა სურდათ? - "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ამის მიზეზი მათთვის არ განუმარტავთ. ამის მიუხედავად, სენატორი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი არაა დაინტერესებული ესაუბროს მათ, ვინც მის მოსაზრებებს ეჭვქვეშ აყენებს.
"ასე წინ ვერ წავალთ," - აღნიშნა შაჰინმა.
ძალიან სამწუხაროა, მიზეზი არ უთქვამთ, რატომ არ აპირებდა ჩვენთან შეხვედრას. უბალოდ თქვეს, რომ ვერ შეგვხვდებოდა. მაგრამ ნათელია, რომ ის არაა დაინტერესებული არავინ ისეთთან საუბრით, ვინ ეჭვქვეშ დააყენებს მის ვარაუდებს ან იმას, რასაც ის ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ამბობს. ასე რომ, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ წინ ვერ წავალთ, ვერ მოვნახავთ გზებს საქართველოს მხარდასაჭერად თუ მის ხელმძღვანელობას, მთავრობას არ ექნება მზაობა, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, - ამბობს შაჰინი.