"დავიღალეთ, მოვალთ ისევ" - დაჯავშნილი აკვარიუმით გორში ჩასულ ოლიგარქს ხალხი შემოცალა
დაჯავშნილი აკვარიუმით გორში ჩასულ ოლიგარქს ხალხი შემოცალა. მოქალაქეების უმეტესობამ შეკრების ადგილი იქამდე დატოვა, ვიდრე ოლიგარქის სიტყვით გამოსვლა დაიწყებოდა. მათი ნაწილი არ მალავდა, რომ საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები და ძირითადად, ქარელიდან და ხაშურიდან იყვნენ ჩასულები.
დავიღალეთ, დავისვენებთ და დავბრუნდებით... ადრე ჩამოვედით, სკოლაში ვმუშაობ, - ეუბნება "პირველებს" საჯარო მოხელე.
"ველოდებით, მოვალთ ისევ," - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
შიდა ქართლის, ქარელის რაიონიდან ვარ, სოფელი დირბი, სკოლაში ვმუშაობ, - ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გორში გუშინ ჩავიდა. ამას წინ სამდღიანი სამზადისი უძღოდა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.