ქართველი ერის წინაშე ბოდიში ივანიშვილს აქვს მოსახდელი - გენერლები
ქართველი ერის წინაშე ბოდიში თავად ივანიშვილს აქვს მოსახდელი, - ასე ეხმაურებიან გენერლები ივანიშვილის სკანდალურ განცხადებას. აკია ბარბაქაძე პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქმა რუსეთის მიზნები გააჟღერა. ის პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანას სათავეში სამშობლოს მოღალატე ხელისუფლება ჰყავს.
დაიწყო უფრო მზაკვარი ოპერაციის, დიხა, რუსეთის სპეცოპერაციის გაჟღერება ბიძინა ივანიშვილის პირით, რომ რუსეთის მიერ ორთავე ოკუპაციის პერიოდში ყველა სამხედრო, ვინც მიიღო მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვაში, დასჯადია. ანუ რუსეთის საინფორმაციოს პროპაგანდული საშუალებების ხაზია, ვინც რუსეთის არმიას წინააღმდეგობა გაუწია ან გაუწევს, ის სამხედროები დაისჯებიან. ბოდიში აქვს ბიძინა ივანიშვილს მოსახდელი ქართველი ერის წინაშე და „ოცნების“ იმ მესვეურებს, რომლებიც ურცხვად აგრძელებენ ქვეყნის ღალატს. დიახ, ჩვენ გვყავს ქვეყნის, სამშობლოს მტერი ელისუფლება, - ამბობს აკია ბარბაქაძე.
"ეროვნული ინტერესების ღალატს" უწოდებს ივანიშილის განცახდებას გიორგი რუხაძეც. ის პირდაპირ ამბობს, რომ ამ შინაარსის განცახდებები მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომლიც დავალებასაც ოლიგარქი პირნათლად ასრულებს.
ეს არის ღია და აშკარა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და ეს განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით არის წარმოუდგენლად სამარცხვინო. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ეს აწყობს და რომლის ინტერესებშიც ეს არის, ეს არის რუსეთი. შესაბამისად, მგონია, რომ ივანიშვილი პრიდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებას და პლიუს, ეს ყველაფერი არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რიტაც ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და საზოგადოება ომით დააშინოს და ომთან ასოცირება გააძლიეროს, - ამბობს გიორგი რუხაძე.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.