ბიძინა ივანიშვილი მარცხდება, ამიტომ აქვს ერთადერთი ამოცანა: უსაფრთხო დაბინავება რუსეთში - გიორგი ვაშაძე

15.09.24 15:08
ბიძინა ივანიშვილი მარცხდება, ამიტომ აქვს ერთადერთი ამოცანა: უსაფრთხო დაბინავება რუსეთში - გიორგი ვაშაძე

ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, მარცხის შემდგომ რუსეთში უსაფრთხოდ დაბინავდეს, - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ოლიგარქის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.  

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილმა იცის, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში მარცხდება, მან რუსეთის ვერცერთი დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა ცდილობს, უსაფრთხო თავშესაფრის უფლება შეინარჩუნოს. 

სრულიად საზოგადოება არის შეძრწუნებული და ნომერ პირველი კითხვა არის, რატომ აკეთებს ასეთ ანტიქართულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილი? 
ალბათ ყველას ეს კითხვა გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 20%-იანი „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება. მან  ვერ შეძლო ვერც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ვერც 14 მლრდ ევროს დაბლოკვა საქართველოსთვის. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი ამოცანა აქვს, უსაფრთხო დაბინავება რუსეთში. ის აკეთებს ამ განცხადებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მარცხის შემდეგ  ჰქონდეს უსაფრთხო დაბინავების უფლება რუსეთში, რადგან ვერცერთი დავალება ვერ შეუსრულა რუსეთს ქართველი ხალხის ბრძოლის გამო. ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული  პოზიციების დასუსტება არის მისი ამოცანა, რომ ის უსაფრთხოდ მარცხის შემდგომ დაბინავდეს რუსეთში.
სხვა  ამოცანა ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია. 
ასე, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, მათ მხარდამჭერებს მოვუწოდებ,  გაახილეთ თვალი. აღარ ღირს ამ 20%-იანი "ოცნების" მარცხისთვის  განწირული "ქართული ოცნების" მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთოხება არ არის თქვენი საზრუნავი, თქვენი საზრუნავი, ჩვენი ყველასი ერთად, არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირის წევრი გავხდებით, 14 მლრდ-იან ფონდსაც ავამოქმედებთ საქართველოსთვის და ვიცხოვრებთ მშვიდად და წყნარად ამ ქვეყანაში, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები