ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწევს - გრიგოლ გეგელია
მოუწევს უდიდესი ბოდიშის მოხდა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. მისი თქმით, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი მენტალურადაც და პრაქტიკულადაც რუსია.
ეს არის დასტური იმის, რომ ივანიშილი არის რუსი, მენტალურადაც და პრაქტიკულადაც, დგას რუსეთის სამსახურში და მას მოუწევს უდიდესი ბოდიშის მოხდა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.