ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის - ნიკა გვარამია

15.09.24 15:21
 ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის - ნიკა გვარამია

 ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ოლიგარქის სკანდალურ განცხადებას. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილმა საკუთარი განცხადებით წყალი მტრის წისქვილზე დაასხა და ისტორიის გაყალბება სცადა. 

საოკუპაციო ხაზთან, გორში, ბიძინა ივანიშვილმა სცადა, ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, მისი განცხადება იყო ისტორიის გაყალბების მცდელობა. თან, ისტორიის გაყალბების ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, - ამბობს ნიკა გვარამია.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.    

მსგავსი სიახლეები