"ბოდიში დღევანდელი საქართველოსთვის" - ომში დაღუპული გმირების ოჯახები

15.09.24 16:16
"ბოდიში დღევანდელი საქართველოსთვის" - ომში დაღუპული გმირების ოჯახები

ბიძინა ივანიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელმაც დაანონსა, რომ არჩევნების შემდეგ ქართველებმა აგვისტოს ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ,  ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით ავქეყნებენ.

"ბოდიში", - ესაა მთავარი სათქმელი, რაც მათ ომში დაღუპული გმირებისთვის აქვთ.

ბოდიში შმაგი  ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის... 
ალბათ არ ღირდა... 
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... 
გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო... 
ბ ო დ ი შ ი   შ ე ნ !!!!, - წერს კიდევ ერთი გმირის, შმაგი სოფრომაძის ოჯახის წევრი. 

ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?
ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!
ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…
ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?
აგვიხსენით!, - წერს თეო წილოსანი.

 

 

მსგავსი სიახლეები