"უპატიებელი ღალატი და ქართველი გმირების შეურაცხყოფა" - სააკაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

15.09.24 16:28
"უპატიებელი ღალატი და ქართველი გმირების შეურაცხყოფა" - სააკაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

 "უპატიებელი ღალატი" - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშილის გორში გაკეთებულ განცხახდებას, სადაც მან დააანონსა, რომ ქართველებმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა საუთარი განცხადებით რუსეთის თავდასხმა გაამართლა და ქართველი გმირები შეურაცხყო.

მესამე პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ უპატიებელ ღალატს ღირსეულ პასუხს გასცემს. 

გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ეს ხომ ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა.
ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ. 
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები