"დრომოჭმული დიქტატორი, რომელიც შველას რუს კრიმინალებს სთხოვს" - ნიკო ცეცხლაძე ივანიშვილზე

15.09.24 17:38
"დრომოჭმული დიქტატორი, რომელიც შველას რუს კრიმინალებს სთხოვს" - ნიკო ცეცხლაძე ივანიშვილზე

"დრომოჭმული დიქტატორი, რომელიც შველას რუს კრიმინალებს სთხოვს", - ასე აფასებს მხატვარი ნიკო ცეცხლაძე  ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ.

ხელოვანი ამბობს, რომ მარცხისთვის განწირულმა ოლიგარქმა გუშინ, ფაქტობრივად, რუსეთს დახმარება სთხოვა. 

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ქართველ ხალხს არ მიმართა, ივანიშვილმა მიმართა რუს კრიმინალებს პუტინის ხელმძღვანელობით და სთხოვა დახმარება, იმიტომ, რომ გვიჭირს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დაგვეხმარეთო, მაგრამ ვერ უშველის, ვერ დაეხმარებიან, იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არის დრომოჭმული დიქტატორი, რომელიც არის შეშინებული და ითხოვს შველას და ამ შველას სთხოვს რუს კრიმინალებს, - ამბობს ნიკო ცეცხლაძე. 

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.    

მსგავსი სიახლეები