"ნუ გადააწერინებ საქართველოს ისტორიას" - გორში საპროტესტო აქცია დაანონსდა
ამ წუთებში გორში საპროტესტო აქცია იწყება. "ნუ გადააწერინებ საქართველოს ისტორიას" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც ადგილობრივებმა დააორგანიზეს. ბიძინა ივანიშვილის ბრალდების შემდეგ გორის მოსახლეობა შეურაცხყოფიილია. აქცია ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გაიმართება.
მრცხვენია და მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ თანამებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ, ჩემს გვერდით მყოფები ვინც დაიღუპნენ, ვინც აქ არის გამოსახული ამ მემორიალის დაფაზე, ყელას ბოდიში მოვუხადო, რომ ვერ ისე ვერ ვიბრძოლეთ ე.ი., ვერ ვიმოქმედეთ ისე, რომ ასეთი ცრუ ხელისუფლება არ გვყოლოდა, - ამბობს მოქალაქე.
"თვითონ მოუხადოს (ივანიშვილმა), თუ არის დამნშავე და ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.