ხმაური რუსთავში - მოძრაობა "აირჩიე ევროპას" წევრებს ფლაერების დარიგების საშუალება არ მისცეს

15.09.24 17:59
ხმაური რუსთავში - მოძრაობა "აირჩიე ევროპას" წევრებს ფლაერების დარიგების საშუალება არ მისცეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ რუსთავში. პლატფორმა "აირჩიე ევროპას" წევრებს ხელისუფლებამ იქ პარტიული აქტივი დაახვედრა და მოსახლეობისთვის ფლაერების დარიგების საშუალება არ მისცა. საუბარია ფურცლებზე, სადაც წერია, რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი.

ახლა მოძრაობის წევრები კიდევ ორ ლოკაციაზე მიდიან და იმედოვნებენ, რომ ფალერების დარიგების საშუალება იქ მაინც მიეცემათ. 

საჯარო სივრცეში გადავაადგილდებოდით და ვცდილობდით, რომ საზოგადოებასთან მიგვეტანა სათქმელი კერძო მფლობელობაშ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ სივრცე არის საჯარო, ადამიანები გადაადგილდებიან, საუბრობენ, ყიდულობენ და შეზღუდვა, რომ არ შევიდეთ, არ ვთქვათ არაფერი და ფალერები არ დავარიგოთ, არ გამოვა, - ამბობს გიორგი რუხაძე.  

მსგავსი სიახლეები