"კობახიძემ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტა მოგვთხოვა" - ჯინ შაჰინი ირაკლი კობახიძეს ამხელს
ჯინ შაჰინმა ირაკლი კობახიძეს ნიღაბი ჩამოხსნა და ტყუილში ამხილა. გავლენიანმა სენატორმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აგვისტო, თბილისი და მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა გაიხსენა. მოყვა აქამდე უთქმელი ამბები.
ირკვევა, რომ ორპარტიული დელეგაციიის წევრებს ირაკლი კობახიძემ მოსთხოვა, ამერიკამ შეწყვიტოს იმ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა, რომელიც "ოცნების" კორუფციულ გარიგებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ნეპოტიზმის შემთხვევებზე რეაგირებს. ამ შეხვედრაზე შაჰინი და მაიკ ტერნერი დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მთავრობას ამერიკასთან პარტნიორული თანამშრომლობის გაგრძელება არ უნდა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.