საქართველოს საბოდიშო არაფერი აქვს - სოფო ჯაფარიძე
"მადლობა მათ მამას" - "ერთიანობის" ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს ქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს საბოდიშო არაფერი აქვს.
გმირი გიორგი ანწუხელიძის შვილები- ლევან და ანა ანწუხელიძეები.
ქედს ვიხრი და მადლობას ვეუბნები მათ მამას‼️
საქართველოს საბოდიშო არაფერი აქვს, - წერს სოფო ჯაფარიძე.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. ამასთან, ოლიგარქი ყველა იმ პირის დასჯით დაიმუქრა, ვისაც, მისი მტკიცებით, აგვისტოს ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.