ივანიშვილის სახიფათო განცხადება და აგვისტოს ომის გმირების ოჯახების პასუხი ოლიგარქს
ემზადება თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის? ეს ეჭვი ბიძინა ივანიშვილის სახიფათო განცხადებამ გააჩინა. პრორუსმა ოლიგარქმა გორში, რომელსაც 16 წლის წინ რუსეთი კასეტური იარაღით ბომბავდა, ოკუპანტი გაამართლა, საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდის პირობა დადო.
ბოდიში დღესაც იყო, მაგრამ ბოდიშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები იხდიდნენ. მეუღლეებს, მამებს, ძმებს ბოდიშს უხდიდნენ დაუფასებელი და გაუფასურებული თავგანწირვისთვის. ყველა დარწმუნდა, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ჩამოშორება ოქტომბრის არჩევნებზე არა პარტიული, არამედ ეროვნული მიზანია.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.