"ომის გმირების მკვლელებს ბოდიშს არასდროს მოვუხდით" - პროტესტი საქართველოს ქალაქებში
ომის გმირების მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან. ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულმა და მოღალატეობრივმა მიმართვამ დღეს მოქალაქეები თბილისში, გორში და ქუთაისში ქუჩაში გაიყვანა. შეურაცხყოფილია ყველა, ვისაც ახსოვს წამებით მოკლული ანწუხელიძე, ეკლესიის კართან ჩაცხრილული გინტური, ცხინვალის ციხეში მოკლული ტატუნაშვილი, რომელსაც ეგრეთ წოდებულმა ოსმა ძმებმა გული ამოაჭრეს და მისი ცხედარი სწორედ ორგანოებ ამოცლილი გაუგზავნეს დედას სოფელ წილკანში.
რუსულ აგრესიას შეწირული გმირების ისტორიები ბევრია და ერთმანეთზე უფრო სულისშემძვრელი, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს ხლეისუფლებისთვის ახლა პუტინის დავალების შესრულება უფრო პრიორიტეტულია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.