"ქართულ ოცნებას" მისი საკადრო პოლიტიკის გამო ვტოვებ - ლევან ონიანი

12.08.21 11:21
"ქართულ ოცნებას" მისი საკადრო პოლიტიკის გამო ვტოვებ - ლევან ონიანი

„ქართული ოცნების“ რუსთავის საკრებულოს თავმდჯომარე ლევან ონიანი ამბობს, რომ მმართველ გუნდს არასწორი საკადრო პოლიტიკის გამო ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სახელით სათავეში ის ადამიანები ბრუნდებიან, რომელთა წინააღმდეგაც 2012 წელს უბრძოდა. 

"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკურ ბრძოლას სუსის ყოფილ მაღალჩინოსანთან სოსო გოგაშვილთან ერთად აპირებს. 

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ქართული ოცნება“. ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა ის საკადრო პოლიტიკამ რა საკადრო პოლიტიკასაც აწარმოებს დღეს „ქართული ოცნება“ . სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ეს რეალობა, სწორედ ის ადამიანები ბრუნდებიან ისევ სათავეში ახლა უკვე „ქართული ოცნების“ სახელით, რომელ ადამიანებსაც ჩვენ ვებრძოდით 2012 წელს. ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვერთიანდებით „სახალხო პარტიის“ ირგვლივ. მე გახლავართ ასევე, რუსთავის აღმასრულებელი მდივანი „ქართული ოცნების“, მე დავტოვებ, რა თქმა უნდა, ამ თანამდებობას, დავტოვებ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ვრჩები საკრებულოს თაცვმჯდომარედ, რადგანაც არ მიმაჩნია, რომ ერთი წამითაც ვუღალატე იმ პრინციპს, რა პრინციპითაც მოვედი აქ, - აცხადებს  ონიანი.