რუსული კანონის გაუქმება თუ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა - საკონსტიტუციო ვერდიქტს ისევ არ აცხადებს

15.09.24 20:27
რუსული კანონის გაუქმება თუ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა - საკონსტიტუციო ვერდიქტს ისევ არ აცხადებს

 

 

საკონსტიტუციო სასამართლო ისევ დუმს. მერაბ ტურავა და კიდევ შვიდი მოსამართლე ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, რა გააკეთოს რუსულ კანონთან დაკავშირებით - წავიდეს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ და გააუქმოს რუსული კანონი თუ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას საქართველოში.

პრეზიდენტის, ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო სექტორის სარჩელებზე სასამართლომ მსჯელობა ორი კვირის წინ დაასრულა, მაგრამ რატომღაც პლენუმი გადაწყვეტილების გამოცხადებას აგვიანებს. არადა, თითოეული დღე გადამწყვეტია. საფრთხეშია ის თავისუფალი მედია და ის არასამთავრობოო სექტორი, რომელიც აგენტების რეესტრში არ დარეგისტრდა და "ოცნებას" რუსულ თამაშში არ შეყვა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები