"როგორ შეიძლება, არჩევნებმა საქართველოში დიდი დარტყმა მიაყენოს პუტინს ან აშშ-ს - The Hill
პუტინის მარიონეტი ივანიშვილი მოქმედებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ამ შინაარსის სტატიას გამოცემა "The Hill" აქვეყნებს. ავტორიი წერს, რომ ქვეყნისთვის ოქტომბრის ბოლოს გადამწყვეტი არჩევნებია, სადაც ერთმანეთს პუტინის მსგავსი ავტოროკრატი ლიდერი და დემოკრატიული ძალები დაუპისპირდებიან.
საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გადამწყვეტი არჩევნები ახლოვდება. საუბარია არჩევნებზე, რომელსაც შეერთებული შტატები და დემოკრატიის მომხრეები მიიჩნევენ როგორც უკანასკნელ შანსს, დაუპირისპირდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შთაგონებულ ავტოკრატებს.
მიიჩნევა, რომ მილიარდერი და "ქართული ოცნების" (ქართული ოცნების) დე ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყენებს პუტინის ტაქტიკას განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ძირს უთხრის ძალაუფლების კონსოლიდაციისა და საქართველოს ევროკავშირში შესვლას, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს რუსული კანონის მიღებაზეც. სტატიაში ასევე მოხვდა ის მუქარა, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება.