რუსეთის მხარის დაკავება და რუსეთის დანაშაულების გათეთრება - ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილის განცხადებაზე
რუსეთის მხაერის დაკავება და რუსეთის დანაშაულების გათეთრება, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველებმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ.
ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა თანამდებობის პირების მხრიდან დუმილი, ხოლო მოქალაქეების მხრიდან "ოცნებისთვის" ხმის მიცემა, სახელმწიფოს ღალატის აქტში თანამონაწილეობაა.
განცხადება, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა გორში, არის ზუსტად იმ პოზიციის გამეორება, რომელიც აქვს რუსეთს აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ეს არის რუსეთის მხარის დაკავება და რუსეთის დანაშაულების გათეთრება, რაც ივანიშვილმა გააკეთა. ეს არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. ყველა მოქალაქემ, ყველა თანამდებობის პირმა უნდა იცოდეს, რომ ამ მომენტიდან, როდესაც გადაკვეთილია ყველაზე უფრო მძიმე წითელი ხაზის კი, ივანიშვილის და მისი გუნდის მხარდაჭერა, რაც თანამდებობის პირების მხრიდან გამოხატება დუმილში, მოქალაქეების მხრიდან შეიძლება გამოიხატოს ხმის მიცემაში, ეს არის სახელმწიფოს ღალატის აქტში თანამონაწილეობა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.