წარსულის შეურაცხყოფა და მომავლის შეცვლის მცდელობა - ნიკა ფარულავა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებაზე

16.09.24 11:22
წარსულის შეურაცხყოფა და მომავლის შეცვლის მცდელობა - ნიკა ფარულავა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებაზე

წარსულის შეურაცხყოფა და მომავლის შეცვლის მცდელობა, - ასე აფასებს "ცვლილებებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა ივანიშილის სკანდალურ განცხადებას. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქმა თავისი სიტყვით გამოსვლით გიორგი ანწუხელიძეს ზურგზე, ფაქტობრივად, ხელმეორედ დააბიჯა.

ბიძინა ივანიშვილმა ამ თავისი გამოსვლით, რეალურად, ხელმეორედ დააბიჯა გიორგი ანწუხელიძეს, მეორე ვნახეთ მის ზურგზე რუსული-ოსური სეპარატისტული ჩექმა, მეორედ ესროლეს, მათ შორის, გურამ გაბისკირიას, ვინაიდან ეს ყველაფერი,ს ხვა ათასობით გმირს, რომლებიც იცავდნენ ჩვენ თავისუფლებას, ევროპულ, ქართულ მომავალს, რუსეთისგან თავისუფალ მომავალს, სინამდვილეში, ეს იყო შეურაცხყოფა ჩვენი წარსულის და მომავლის შეცვლის მცდელობა, - ამბობს ნიკა ფარულავა. 

გორში პარტიული შეკრების დროს ბიძნა ივანიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. 

მსგავსი სიახლეები