ივანიშვილის სკანდალური განცხადება - "ოცნება" დუმს
ბიძინა ივანიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელმაც დააანონსა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველებმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ, "ქართული ოცნება" დუმს. მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა საკითხზე პრემიერს არაფერი უთქვამს. განმარტებებს ჯერ-ჯერობით არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აკეთებენ.
ოლიგარქის სკანდალურ განცხადებას ოპოზიცია "მოღალატეობრივს" უწოდებს და რუსეთის მხარდამჭერ განცხადებად აფასებს. ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები კი სოციალურ ქსელში პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ და გმირებს "დღევანდელი საქართველოსთვის და დაუფასებლობისთვის" ბოდიშს უხდიან.