“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მთელი საქართველოს მასშტაბით დავნერგოთ უფასო სასკოლო კვება“- ბოკუჩავა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ხელისუფლების ცვლილებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით დავნერგოთ უფასო სასკოლო კვება. ის წარმატებული მოდელი, რომელიც დავნერგეთ წალენჯიხაში, გადავიტანოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, იმისთვის, რომ არცერთ მოსწავლეს საქართველოში გაკვეთილის დროს აღარ შიოდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ ყველა პირველკლასელს, ბავშვს და მშობელს სკოლის დაწყება წალნჯიხიდან მიულოცა.
უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა პირველკლასელს, ყველა ბავშვს, ყველა მშობელს, ვუსურვო მათ წარმატებული წელი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც ბატონი გია ხარჩილავას ძალისხმევით “ნაციონალურმა მოძრაობამ” დანერგა უფასო სასკოლო კვება ყველა პირველკლასელისთვის და ეს ხერხდება წალენჯიხის მუნიციპალური ბიუჯეტით. მიუხედავად უამრავი მიმართვისა, ცენტრალური ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით უარა აცხადებს, რომ წალენჯიხას მიეცეს შესაძლებლობები, სახსრები იმისთვის, რომ უფასო ბავშვთა კვება გავრცელდეს ასევე მეორეკლასელებისთვის. მაშინ, როდესაც სამწუხაროდ მდგომარეობა არის საგანგაშო, მაშინ როდესაც საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 10-იდან 7 ბავშვი განიცდის ნაწილობრივ ან სრულ შიმშილს, მაშინ როდესაც ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში არასოდეს იკვებება და ამას, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან მძიმე გავლენა ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ისინი სრულფასოვნად ვერ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ხელისუფლების ცვლილებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით დავნერგოთ უფასო სასკოლო კვება. ის წარმატებული მოდელი, რომელიც დავნერგეთ წალენჯიხაში, გადავიტანოთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, ამას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება და “ნაციონალური მოძრაობა” გპირდებათ, რომ უმოკლეს ვადებში დაინერგება ეს პროგრამა. დაახლოებით არის 600 ათასი მოსწავლე საქართველოში და მერწმუნეთ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად დავნერგავთ უფასო სასკოლო კვებას ყველა მოსწავლისთვის იმისთვის, რომ არცერთ მოსწავლეს საქართველოში გაკვეთილის დროს აღარ შიოდეს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
წალენჯიხაში სკოლის ეზოში, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ანა წითლიძესთან და წალენჯიხის მერთან გია ხარჩილავასთან ერთად ბრიფინგი გამართეს, სადაც პირველკლასელებს სკოლის დაწყება მიულოცეს და სკოლებში უფასო სასკოლო კვების დანერგვაზე ისაუბრეს