მომავლის რეალური მშენებლობა უნდა დავიწყოთ - ბადრი ჯაფარიძე

16.09.24 12:39
მომავლის რეალური მშენებლობა უნდა დავიწყოთ - ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია "ძლიერი საქართველო" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში კოალიციის ლიდერები ზესტაფონში იმყოფებიან, სადაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და საკუთარი გეგმებიც გააცნეს.

კოალიციის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ იმ მძიმე რეალობაზე ისაუბრა, რომელიც ზესტაფონის მოსახლეობას აქვს და მათ გამარჯვების შემთხვევაში, კეთილდღეობას და ცხოვერბის მაღალ ხარისხს დაჰპირდა. 

ჯაფარიძის თქმით, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ივანიშვილის ხელისუფლება გაისტუმროს და აღმშენებლობის ხანა დაიწყოს. 

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფება იმერეთშ. ახლა ჩვენ ვართ ზესტაფონში, ვხვდებით მოსახლეობას, ვიგებთ იმ პრობლემებს, რომელიც ყოველდღიურად აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს. აქ არის ყველა ის პრობლემა დაგროვილი, რომელიც დაგროვდა მთელ ქვეყანაში, გამორჩეულად უნდა ითქვას, რომ ზესტაფონში არის უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური ვითარება, რაც იწვევს ურიცხვი რაოდენობით ონკოლოგიურ დაავადებებს და ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ ჯანმრთელობას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. წარმოუდგენელია, მაგრამ დღესაც ზესტაფონში წყალი გრაფიკით მიეწოდება, უწყლობის პრობლემა კვლავ არის  დარჩენილი ამ შესანიშნავ რაიონში. ასევე, დაცარიელებული სოფლები, ასევე უმუშევრობის პრობლემა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არის უიმედობა. 
ამიტომ, აცუილებელია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ სახლში და მართლაც აუცილებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადოს ჩვენს თანამოქალაქეებს და წავიდეს სახლში თავის დამქაშებთან ერთა დდა ჩვენ დავიწყოთ, რეალურად, მშენებლობა ჩვენი მომავლის ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, რეალური სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც იქნება არა მხოლოდ ღირსეულად ანაზღაურებადი, არამედ იქნება ბევრად მეტი ყურადღება დათმობილი ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც არის მართლაც უმწვავესი პრობლემა დღეს ზესტაფონში და არა მხოლოდ ზესტაფონში. ამიტომ აუცილებელია, რომ ამ კამპანიის ფარგლებშ ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს ვესაუბროთ იმ 200 ათას სამუშაო ადგილზე, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ვესაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ, ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი თავი მოძებნონ თავის ქვეყანაში და აღარ დატოვონ სამშობლო. ასევე შევძლებთ, 1000 ლარიანი პენსია ვუზრუნველყოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და რაც მთავარია, ზესტაფონში, აქ ჩვენ გვქონდეს ისეთი გარემო, ისეთი ეკოლოგიური გარემო შექმნილი, როდესაც ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის არ იქნება საფრთხე შექმნილი და რაც მთავარია, ჩვენ აქ შევძლებთ ძალიან სწრაფად ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ, რომელიც გულისხმობს ცხოვრების სრულიად განსხვავებულ მაღალ დონეს, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები