გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს ემსახურება - მამუკა ხაზარაძე

16.09.24 12:45
გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს ემსახურება - მამუკა ხაზარაძე

საქართველს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს ემსახურება. ეს განცხადება  მამუკა ხაზარაძემ მზიურის პარკში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა "ჯენზი ევროპისთვის" კოალიაცია "ძლიერ საქართველოს"  უჭერს მხარს.

ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა გამოსვლის დროს მთელი ყურადღება სწორედ ბიძინა ივანიშვილის  მოღალატეორბივ განცხადებას დაუთმო. ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ხაზარაძემ თქვა, რომ  ქართველებიოკუპაციის არასდროს შეეგუებიან, ახალგარზდები კი ამ ბრძოლის ავანგარდში იქნებიან.

სამწუხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს! გუშინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერი მადლობას უხდის რუსეთს და შეურაცხყოფას აყენებს ყველა იმ გმირ მეომარს, რომელმაც ჩვენი სამშობლოს თავი შესწირა. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას! ოსებთან და აფხაზ ძმებთან ჩვენ ყოველთვის, ერთდროულად მშვიდობასაც დავმაყარებთ, ერთდროულად ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ მოხდება წინასაარჩევნოდ, ეს მოხდება, როცა ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მსგავსი სიახლეები