იზიარებს თუ არა ივანიშვილის პოზიციას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით - პაპუაშვილი კითხვას ვერ პასუხობს
იზიარებს თუ არა ივანიშვილი პოზიციას, რომ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს? - "პირველების" დასმულ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე გადაჭრით ვერ პასუხობს.
შალვა პაპუაშვილი ისევ ოპოზიციაზე თავდასხმას ცდილობს, მათ "თაღლითებად" მოიხსენიებს და საკითხით სპეკულირებაში ადანაშაულებს, თუმცა ვერაფერს ამბობს იმ გმირების ოჯახებზე, ვინც ბოლო ორი დღეა, ივანიშვილის რიტორიკის გამო, სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ და დაფასებლობის გამო, გმირებს ებოდიშებიან.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქართველი, ოსი და აფხაზი ერი ვატარებთ ჭრილობებს. თუ გვინდა რომ შევრიგდეთ, უნდა ვისაუბროთ ამ ჭრილობებზე. თაღლითი პოლიტიკოსები, რომლებიც სრულად ამ საკითხებზე სპეკულირებენ, მათთვის...
ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რა გვინდა. გვინდა თუ არა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა.
სხვათა შორის, ამ სასამართლოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ ჩააფლავა მთელი პროცესები, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ ომის დამნაშავეებზე, რომელიც დაადგინა ამ ჰააგის სასამართლომ, გამოცემულია დაკავების ორდერი, - მაბობს პაპუაშვილი.