"ტყუილი და სპეკულაციაა" - კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე განცხადება არ გაუკეთებია

16.09.24 13:25
"ტყუილი და სპეკულაციაა" - კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე განცხადება არ გაუკეთებია

რა ფორმით გეგმავს ხელისუფლება ივანიშვილის მიერ დაანონსებული ბოდიშის მოხდას? - ამ კითხვით "პირველებმა" კახი კალაძეს მიმართა, თუმცა მან პასუხის გაცემას ისევ ოპოზიციაზე თავდასხმა ამჯობინა. კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილს აგვისტოს ომის გამო ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდაზე არ უსაუბრია და ეს "სპეკულაციაა". 

აი, რა არის სპეკულაციები, რასაც თქვენ აკეთებთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის სამარცხვინო, რასაც კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება და მესიჯი, რომ ვთქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს.მაჩვენეთ ერთი ასეთი განცხადება, ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ თქმული? ეს იყო ჩეულებრივი სპეკულაციები. ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. არცერთი დაღუპული ადამიანი, ჩენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, გარედან გაკეთებული დავალება შეასრულეთ, ამით დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები, - ამბობს კალაძე. 

სამი დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი. 

მსგავსი სიახლეები