რა გზავნილებით ჩამოვიდა მაიკლ როთი საქართველოში - NGO-ებთან შეხვედრა დასრულებულია
"ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია" - ამ გზავნილით ჩამოვიდა საქართველოში მიხაილ როთი. მან თბილისში არასამთავრობო სექტრორთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა. განხილვის მთავარი თემა წინასაარჩევნო პერიოდი, პრორუსი ოლიგარქის მუქარა და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია - გააქროს განსხვაბებული აზრი და აკრძალოს ოპოზიციური პარტიები.
მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მაღალჩინოსანს შეხვდნენ, ამბობენ, რომ გერმანია საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის და ქმედებების გამო ძალიან შეშფოთებულია. მათი თქმით, თუ "ოცნება" სტრატეგიას არ შეცვლის, საქართელოს ევროკავშრიში გაწევრიანების შანსი ნული იქნება.
მათი ერთიანი და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არის, რომ თუ ეს პოლიტიკა, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ეს რიტორიკა, რომელსაც ისინი ახორციელებენ ერვოკავშირის და დასავლეთის მიმართ, ეს თუ არ შეიცვალა, საქართველოს ნული აქვს შანსი ერვოკავშირში ინტეგრაციის. ეს არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მოლაპარაკების დაწყება-არდაწყება, ეს არის ზოგადად, უფრო დიდ სურათში. მოლაპარაკების დაწყებაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია ამ პირობებში თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა. ძალიან შეშფოთებულები არიან. ეს შეშფოთება ყველაფერზე ვრცელდება, ყველაფერზე ძალიან კარგად ინფორმირებულები არიან და ძალიან გული შესტიკვათ ქართველი ხალხისთვის. იციან, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპა და ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. თუ ეს რიტორიკაც გაგრძელდა ეს კურსიც, როემლსაც ხელისუფლება ახორციელებს არ შეიცვალა, გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და დაახლოებას, არ ექნება, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ბუნდესტაგი საქართველოსთან დაკავშირებით მიირებს რეზოლუციას და მას ბუდენსტაგის ყველაზე მსხვილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება. ბუნდესტაგი კიდევე რთხელ მოუწოდებს საქართელოს ხელისუფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
მიხაილ როთს ჰქონდა სურვილი, რომ "ქართულ ოცნებასაც" შეხვედროდა, თუმცა ხელისუფლებამ მასტან შეხვედრაზე უარი თქვა.