ჩვენ შევძლებთ, რომ ევროპული, 14-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა - თამარ კორძია
წალენჯიხის მოსახლეობას კარგად ესმის ის ფაქტი, რომ ევროკავშირის გაცემული თანხა, პირველ რიგში, მათ წაადგებათ - ამის შესახებ "ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანება შეძლებს, ევროპული, 14 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ, ქართული ოჯახებს მომავლის იმედი და რწმენა დაუბრუნონ.
წალენჯიხის მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის იმ ინვესტიციების მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი მოგვცემს, იმიტომ რომ ეს, პირველ რიგში, დაეტყობა იმ ადამიანებს, ვინც აქ არიან და ვინც ყოველდღიური შრომით შოულობს საჭმლის ფულს, მაგრამ ეს შრომა არ ფასდება ქვეყანაში. ეს დაეტყობა წალენჯიხელ ბავშვებს, რომლებსაც პირველ კლასში აქვთ უფასო კვება და ეს არავის არა აქვს საქართველოში. და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს უფასო კვება და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ევროპული, 14 მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ წალენჯიხაში.
, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ.