აქტივისტი, რომელიც ივანიშვილის გორში სტუმრობის დროს დააკავეს, თავისუფალია - სოსო ბაბაევის პირველი კომენტარი
გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - სოსო ბაბაევს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გორში ვიზიტამდე დააკავეს, იზოლატორში ყოფნის 48 საათიანი ვადა ამოეწურა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა, ბიზნესმენი საპატიმროდან გაეშვა.
ახლა ბაბაევი სასამართლოს ელოდება.
სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გორში სტუმრობის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს "ტვ პირველთან" აკეთებს.
მისი თქმით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ვალერიან თელია მის დაკავებაში პირადად იღებდა მონაწილეობას.
მომიყვანეს, 48 საათი გამაჩერეს იზოლატორში, იქიდან მომიყვანეს აქ (წინასწარი დაკავების იზოლატორში), 20 წუთი ბორკილებით გამაჩერეს მანქანაში და როდესაც შემიყვანეს ბორკილები მომხსნეს ანუ ის დრო გამივიდა დაკავების და შემიყვანეს სასამართლოში. ყველას, ვინც იქ მუშაობს, გაუკვირდათ, სასამართლო არც ჩანიშნულა, საბუთებიც არ შემოუტანიათ. რა პროცესი, რის პროცესი ტყუილად გამაჩერეს 48 საათის გარდა კიდევ 20 წუთი მანქანაში ბორკილებით და, ვიფიქრე, რომ პროცესი ჩატარდებოდა, მაგრამ არც ჩანიშნულაო, საბუთებიც არ შეუტანიათ, მარაზმია რაღაც არანორმალური. მანქანით არ გადმომიშვეს, მაგაზე პროტესტი განვაცხადე, რა თქმა უნდა, რომ ჩემ სამსახურში, ჩემს კუთვნილ შენობასთან ვერ მივედი მანქანით. შემდეგ დავემორჩილე და ფეხით წავედი. ფეხით რომ მივდიოდი, იარაღის ჩამდები თელია, თავის გუნდთან ერთად მობილიზებული იყო იქ, მეცნენ და დამაკავეს. პირადად თელიამ დამაკავა, პირადად თელიამ ჩამსვა მანქანაში"- აცხადებს სამოქალაქო აქტივსიტი.