ენმ: ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ოფისიდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ".
პრესსამსახურის ცნობითვე, ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი.
განახლება: ზურაბ აბაევს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.