რატომ არ თანხმდება “ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებს

16.09.24 14:24
რატომ არ თანხმდება “ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებს

რატომ არ თანხმდება “ოცნება“ ოპოზიციასთან დებატებს - მმართველ გუნდში ამის საჭიროებას ვერ ხედავენ და ოპოზიციას მოუწოდებენ, სატელევიზიო დებატების ნაცვლად, საპარლამენტო დებატები გამართონ.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ “ისინი საპარლამენტო დებატების ფორმატზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ ეშინიათ“.

ეს არის „ოსტაპ ბენდერის“ დონის ტყუილები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს. გიორგი ვაშაძეს პრინციპში შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს, ამიტომ მის სტილშია ეს ყველაფერი. მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძე გახდე პრემიერი, 7 -ჯერ შეეძლოთ მასთან დებატები საპარლამენტო ფორმატში. არცერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ დაებარებინათ პარლამენტში და გაემართათ მასთან დებატები, მოსულიყვნენ ყოველწლიურ ანგარიშზე და რატო არ გამართეს, იმიტომ, რომ ეშინიათ“, - ამბობს პაპუაშვილი.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ “ოცნება" დებატებს თავს იმიტომ არიდებს, რომ მათ, “12 წლიანი მმართველობის პერიოდში ზიანის გარდა, არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის, ხოლო სამომავლო ხედვა არ გააჩნიათ.“

 

მსგავსი სიახლეები