ოპოზიციის წევრი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ სცემა, კლინიკაშია გადაყვანილი
ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციამ ფიზიკურად გაუსწორდა, კლინიკაშია გადაყვანილი.
ზურაბ აბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მოქალაქე შეიძლოდ გახდა.
აბაევს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება.
როგორც ნაცემი ოპოზიციონერის ადვოკატი ამბობს, დაპირისპირება ფოტოების გადაღების გამო დაიწყო. არსებობს ეჭვი, რომ პოლიცია ოპოზიციონერს უთვალთვალებდა და მობილურით იღებდა.
უფლებადამცველის თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აბაევვს დაარტყეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"კომისიის წევრს, შტაბთან დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააჩერეს უკანონოდ, ამის შემდეგ დააკავეს, ცემა-ცემით გადმოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც "აღებინა" რამდენჯერმე, გამოვიძახეთ სასწრაფო მანქანა, რომელმაც გადაიყვანა შესაბამის საავადმყოფოში. მას აღენიშნება სახეზე დაზიანებები, ასევე იტკიებს მუცლის არეში.
ცემა-ცემით გადმოიყვანეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრი. ეს პირდაპირ არის ხელშეშლა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბზე.
როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, იცოდნენ მე ვინ ვიყავიო და ამიტომ გამისწორდნენო, როდესაც ჩავიარე რამდენიმე რეპლიკა მომაძახესო, აქედან გამომდინარე, ასე ამიტომ გამისწორდნენო, ჩემზე ფიზიკურად იძალადესო"- აცხადებს ლაშა ტყეშელაძე.
პოლიციის მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტებაზე საუბრობს ერთ-ერთი თვითმხილველიც, მისი თქმით, ძალადობის შემდეგ, პოლიციამ ზურაბ აბაევი ძალის გამოყენებით ჩატენა მანქანაში.
მისივე თქმით, ავტომობილი, რომლითაც პოლიციელები გადაადგილდებოდნენ, ენმ-ს შტაბთან გუშინ გვიან ღამითაც შენიშნეს:
გავიგეთ ხმაური, გადავიხედეთ და ადამიანს უკვე ტენიდნენ მანქანაში ცემა-ტყეპით. მას უღებდნენ სურათებს, მივიდა და იკითხა, რატომ იღებთო და, ამის შემდეგ, მოთხოვეს პირადობის მოწმობა, მიაყენეს შეურაცხყოფა. ფორმა არცერთს არ ეცვა, მანქანაც არ იყო პოლიციის, იყო ოთხი ადამიანი. იგივე მანქანა გუშინ, გვიანობამდე ვიყავით შტაბში, ღამის პირველ საათამდე, იდგა ჩვენ ოფისთან. შევამჩნიეთ, რომ იქ იდგა მანქანა, რომელშიც იყვნენ ადამიანები. ეს იყო "ვოლცვაგენის" ტიპის მანქანა"- თქვა მან.