ზარქუა ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის გმირების ოჯახები შეცდომაში მედიამ შეიყვანა

16.09.24 15:33
ზარქუა ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის გმირების ოჯახები შეცდომაში მედიამ შეიყვანა

ივანიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ საზოგადოება შეცდომაში სწორედ კრიტიკულმა მედიამ შეიყვანა. მისი თქმით, ბოდიში ყველა მხარეს აქვს მოსახდელი.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ წინა ხელისუფლების გასართლებით იმუქრება. 

ძალიან ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის ბოდიში მოსახდელი. შეცდომები ყველა მხრიდან იყო დაშვებული ხოლო ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, ყველა გასამართლდება. თქვენი მცდელობა იყო, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ და მათ შორის, მათი ოჯახის წევრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, გასამართლდება, - ამბობს ზარქუა.

სამი დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.  

მსგავსი სიახლეები