"ერის შეურაცხყოფა" - ბადრი ჯაფარიძე იანიშვილის სკანდალურ განცხადებაზე
"ერის შეურაცხყოფა" - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილის სკანდალურ განცხადებას. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს ხელისუფლება კრემლის საამებლად აკეთებს.
„ქართული ოცნებიდან“ მესმის დაპირებები ოპოზიციის დაპატიმრებასთან დაკავშირებით და ანწუხელიძის მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ერის და ეს არც გაერთიანებას უწყობს ხელს, არამედ, პირიქით, მიმართულია სწორედ კრემლის ყურის მოსასმენად, კრემლის სასიამოვნოდ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
სამი დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.