ხელისუფლება მარეგულირებელს იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ რეკლამაზე ცენზურა დააწესოს - ელისაშვილი

16.09.24 16:41
ხელისუფლება მარეგულირებელს იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ რეკლამაზე ცენზურა დააწესოს - ელისაშვილი

მარეგულირებელმა, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტმა, ხელისუფლების დაკვეთით, ტელევიზიებში გაგზავნა წერილები, რომ კონკრეტული რეკლამა არ გაუშვან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ “ოცნება“, არჩევნების წაგების შიშით ისეთი დაპანიკებულია, რომ ათას სისულელეს და უკანონობას აკეთებს.

ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეშინებული, დაფეთებული და დაპანიკებულია ხელისუფლება, აი, 26 ოქტომბრამდე, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლება ჰქვია", "ქართული ოცნება" როგორი დაპანიკებულია. გრძნობენ ისინი, რომ არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები, წააგებენ არჩევნებს და ხელისუფლებას დაკარგავენ. აი, ამ შიშით ათას სისულელესა და უკანონობას ჩადიან. ერთ-ერთი, რასაც აღვირახსნილ უტიფრობას, უკანონობას ამ შიშით აკეთებენ, არის ის, რომ, აი, ეს დაწესებულება ავლაბარში, სადაც ჩვენ ვართ, მაუწყებლობის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სადაც საქმე არ აქვთ, უსაქმური დაწესებულებაა, 20-30 ათასი ლარი აქვთ თითოს ხელფასი, არაფრის კეთებაში, მაგრამ რას აკეთებენ.  ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და გააუქმოს ის უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით გადის.

პირდაპირ ტელევიზიებში გააგზავნა წერილები, გააგზავნა სასამართლოშიც, აი, ამ მარეგულირებელმა, ცენზურის კომიტეტმა, სინამდვილეში, ხელისუფლების დაკვეთით, რომ ეს რეკლამა არ გაუშვათო, რა რეკლამაზეა ლაპარაკი, გახსენებთ - ჩვენ უბრალოდ ავიღეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები, საარჩევნო დაპირებები და უბრალოდ ერთმანეთზე "დავამაგრეთ" და ეს გავუშვით ეთერში, ჩვენი სიტყვა იქ არ იყო. ეს ქოსატყუილობა, თაღლითობა და გადაგდება, ყველაფერი რომ მოგვატყუა ბიძინა ივანიშვილმა, აბსოლუტურად, აი, ესენი შევახსენეთ უბრალოდ ხალხს, 100 ქარხანას რომ გვპირდებოდა, განახევრებულ ბენზინს, უფასო შუქს, ელექტროენერგიას, უფასო გაზს, მილიარდიან ფონდს საქართველოს სოფლების ასაღორძინებლად, 5 მილიონი თითო სოფელს, აი, ესენი შეგახსენეთ ყველაფერში რომ პირწმინდად გადაგვაგდო, მოგვატყუა.

უარესი, დღეს უკვე ღია ღალატზე არიან გადასულები, მოტყუებისა და გადაგდების გარდა. ეს რეკლამა ხალხმა გაიხსენა, ყველა გაბრაზდა, ეს იგრძნეს ამათმა, ხელისუფლებამ, ძვლებში გრძნობენ, როგორ აგებენ არჩევნებს. მარეგულირებელმა გადაწყვიტა აკრძალოს ეს რეკლამა, ვითომ, არ გვახსოვს რას გვპირდებოდა და ამ რეკლამას თუ გააუქმებენ, ვითომ, დაგვავიწყდება, რომ ყველაფერში გადაგვაგდეს ამ 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, აქაც მინდა მივმართო მარეგულირებელშიც, სასამართლოშიც, სახელისუფლებო ტელევიზიებშიც.

თვენახევარი დარჩა ამ ხელისუფლებას, ვინც დარჩა პატრიოტი და ნორმალური მოქალაქე, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ამ უკანონობასა და აღვირახსნილობას ნუ გააკეთებთ, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეა, მაინც გავახსენებთ ხალხს, რასაც გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, სხვადასხვა მეთოდით, ინტერნეტის ეპოქაა, მაგრამ თქვენ დაგრჩებათ ეს უკანონობა ლაქად და ამ უკანონობაზე, ნორმალური სასამართლოს პირობებში პახუხი მოეთხოვება“,- განაცხადა ელისაშვილმა ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები