"ჩვენ ვისაუბრეთ თიზერზე, ფილმის გაშვებას აწი ვაპირებთ" - ივანიშვილის ხელისუფლების მხილების სერია ახალ ფაზაში გადადის

16.09.24 17:44
"ჩვენ ვისაუბრეთ თიზერზე, ფილმის გაშვებას აწი ვაპირებთ" - ივანიშვილის ხელისუფლების მხილების სერია ახალ ფაზაში გადადის

გიორგი ჩიკვაიძის მიერ ივანიშვილის რეჟიმის მხილების სერია ახალ ფაზაში გადადის -  ბიზნესმენი, რომელმაც მოქმედი ხელისუფლება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამხილა, ამბობს, რომ უფრო მეტს სასამართლოში, ფიცის ქვეშ იტყვის. 

გიორგი ჩიკვაიძის ცნობით, "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა როგორც ბიზნესმენი განმარტავს, უწყებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

ბიზნესმენი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას ტერორში ადანაშაულებს, სწორედ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გაამჟღავნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან დაახლოებული პირის ადვოკატის სახელს და გვარს, რომელიც ჩიკვაიძის მტკიცებით, მას 50 ათას დოლარს სძალავდა. 

აქ მთავარი არის ორი მიზანი:  პირველ რიგში, რომ ჩამორეცხონ ოპერაციიდან ალექსანდრე ივანიშვილი, რაც შეუძლებელი არის, რადგან ყველა ფაქტი ამაზე მეტყველებს თავის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. მეორე იქნება, რამენაირად პროკურატურას ჩამორეცხონ ის მიზეზი, რომ არის კორუმპირებული. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში მივცემთ ჩვენებას პროკურატურას, როგორ წარმოგვიდგინა სუსის წარმომადგენელმა ერთ-ერთი მათგან დაახლოებული ადვოკატი, რომელიც სძალავდა, ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა გამოეძალა 50 ათასი დოლარი ჩვენთვის. ჩვენ ვისაუბრეთ თიზერზე, ფილმის გაშვებას აწი ვაპირებთ და გავაგრძელებთ ამ კორუმპირებული უწყების მხილებას. ვნახავთ მერე, როგორ კერავენ ამ საქმეებს აჭარაში, თბილისში როგორ ცდილობს გენერალური პროკურატურა ამ ყველაფრის ფორმულირებას. ჩვენ დაანონსებული გვაქვს მოძრაობა, რომელიც მსგავს ბევრ ფაქტს გამოიტანს და უმეტეს შემთხვევაში ეს ფაქტები ისევ უკავშირდება ალექსანდრე ივანიშვილს", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე. 

შეგახსენებთ, გიორგი ჩიკვაძიემ ხელისუფლება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთრეში ტერორში ამხილა. 

ბიზნესმენმა გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები