"ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება" - როთი

16.09.24 17:54
"ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება" - როთი

გერმანიის საელჩოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ქართული ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - დახურულ კარს მიღმა გამართული დისკუსიის დამთავრების შემდეგ, მიხაელ როთმა პლატფორმა "X"-ზე დაწერა, რომ "ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება".

როგორც გერმანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოში არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის ჩამოვიდა.

ძლიერი ოპოზიციის გარეშე, ყველა დემოკრატია კვდება. 

მე არ ვარ საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად. მე ვარ აქ, რათა ხელი შევუწყო ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას, თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, რათა თბილისი კვლავ გახდეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქი". - წერს როთი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. ორ-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, როთი მესამე სექტორს და ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები