პრეზიდენტი: ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნისკენ გვიბიძგებს

16.09.24 18:05
პრეზიდენტი: ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნისკენ გვიბიძგებს

პრეზიდენტის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს იქნება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი უბიძგებს.

შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, 26 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა: 

ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე (ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება). ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს. 

დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ. 

მსგავსი სიახლეები