გიორგი გახარიას გუნდი პრეზიდენტის სასახლეში მივა
“გახარია საქართველოს“ ლიდერები ხვალ პრეზდიენტის სასახლეში მივლენ - ამის შესახებ “ტვ პირველის“ ეთერში პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, მათი გუნდი პრეზიდენტს ნებისმიერ წამოწყებასა და ინიციატივაში მხარს უჭერს.
ჩვენ პრეზიდენტს ნებისმიერ წამოწყებასა და ინიციატივაში მხარს ვუჭერთ, შესაბამისად, ზურაბიშვილის ამ შემოთავაზებას, პოლიტიკურ დისკუსიასთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი ითვალისწინებს და წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“,- განაცხადა ბერდია სიჭინვამ.
შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც.
მზად ვარ, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს,- ამბობს ის.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში ხვალ, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.
პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მიიწვია და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.