ახალი სანქციები ოლიგარქის რეჟიმს - ვინ და რატომ დაასანქცირა ბაიდენის ადმინისტრაციამ?
დასანქცირებულია "ქართული ოცნების" 60-ზე მეტი მაღალჩინოსანი. შტატებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტმა, ახალი სავიზო სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" ახალ ლიდერებს, მათი ოჯახის წევრებს, რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ბაიდენის გუნდმა ამჯერად შავ სიაში, ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის ორჯერ მეტი ლიდერი და მოკავშირე შეიყვანა
ვაშინგტონი დღეს უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა. მაგნიცსკის სანქციების სიაში ჩასვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი. "ხარება" და მისი მოადგილე. ეს სანქცირების უმაღლესი დონეა, მაგნიცკის სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციები შეერთებული შტატების გარდა მის მოკავშირე ქვეყნებში ვრცელდება. სისხლიანი გაზაფხულის შემოქმედებს, აეკრძალებათ ათობით ქვეყანაში შესვლა, იყინება მათი ანგარიშები და ქონება რაც კი გააჩნიათ. მაგნიცკის სიაში განსაკუთრებით საშიში და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მხილებული მოძალადეები შეჰყავთ.
ერთ საათში ველით ბრიფინგს სახელმწიფო დეპარტამენტში, მანამდე კი ინა ცარციძე გვეტყვის რას ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.