ახალი პარტნიორის დამატებაზე "ძლიერ საქართველოში" გადაწყვეტილება ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება - ცუცქირიძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე კოალიციის გამსხვილებასა და გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის წინადადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატების შესახებ ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება".
ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიცია "ძლიერ საქართველოში" მიიღება ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ.
თავისუფლების მოედნის პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.
ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ - რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება"- წერს ცუცქირიძე.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში ხვალ, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.
პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მიიწვია და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.