დიდი პოლიტიკური ალიანსის მოლოდინში -მოვლენათა ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლე ხდება

16.09.24 20:16
 დიდი პოლიტიკური ალიანსის მოლოდინში -მოვლენათა ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლე ხდება

მოლაპარაკებების ფინალური  ეტაპი - ხაზარაძე- გახარიას პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. ხვალ ოპოზიციის ლიდერებს სალომე ზურაბიშვილი  რეზიდენციაში ელოდება, მანამდე კი პრეზიდენტმა  უკან დასახევი  გზა არ დატოვა. "გაერთიანდით" - მიმართავს  ქვეყნის მთავარსარდალი "ძლიერ საქართველოსა" და გახარიას  პარტიას.

პრეზიდენტის რეზიდენცია პოლიტიკური მოლაპარაკებების  ცენტრი 15:00 საათიდან გახდება.  ამის შემდეგ გაირკვევა,შედგება თუ არა დიდი პოლიტიკური ალიანსი. პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის პირველი შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მედიატორის როლს ასრულებს და კონკრეტულ პოლიტიკურ  ჯგუფებს   პრაქტიკულად  მხარდაჭერას უცხადებს. 

არსებობს თუ არა  მოლაპარაკების რესურსი, რას ამბობენ პარტიებში?  - ხატია სამხარაძეა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები