ივანიშვილის მხილების სერია - ოლიგარქს უახლოესი გარემოცვა აუჯანყდა
ოლიგარქს უახლოესი გარემოცვა აუჯანყდა - ბიზნესის ტერორზე ის ბიზნესმენი ალაპარაკდა, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის მილიარდებს განკარგავდა. "შიში არის ის ერთადერთი ვალუტა რაც ივანიშვილს შემორჩა" - ამბობს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და სოლიდარობას უცხადებს გიორგი ჩიკვაიძეს, რომელმაც "ოცნების" რეპრესიული მანქანა საჯაროდ ამხილა.
ერთ დროს ოლიგარქის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი ბიზნესმენი სისტემას ამხელს. რევანშისტული და ძალადობის წამქეზებელი - სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს გიორგი ბაჩიაშვილი ხელისუფლებას, რომელმაც ბიზნესის დასამორჩილებლად მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო. სისტემის წინააღმდეგ წასული გიორგი ჩიკვაიძე კი მხილების მორიგ სერიას აანონსებს და უახლოეს დღეებში მტკიცებულებებით მისვლას უკვე პროკურატურაში გეგმავს.
ოლიგარქის სისტემის მხილების ახალი სერია-ლიზა ლასარეიშვილია პირდაპირ ეთერში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.