"ოცნების" თავის მართლება - ივანიშვილის პოზიციამ ოლიგარქის გუნდში ყველაფერი თავდაყირა დააყენა
თავის მართლების რეჟიმში გადასული "ქართული ოცნება" - ივანიშვილის მოღალატეობრივმა პოზიციამ ოლიგარქის გუნდში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პარტიის ლიდერები ვერ ბედავენ ივანიშვილს ბოლომდე გაემიჯნონ და არც ის უნდათ რომ ოლიგარქის სკანდალური განცხადების მაქებართა სიაში ჩაეწერონ. ამიტომ დილიდან დიდი ქაოსია. ოლიგარქის დავალებების შესრულებას გუნდის შიგნითაც კი დიდი უთანხმოება გამოიწვია.
ივანიშვილის მოღალატეობრივმა განცხადებამ პარტიას წინასაარჩევნოდ დიდი დარტყმა მიაყენა. რა ფორმით გეგმავს ოცნება დამნაშავეებისთვის ბოდიშის მოხდას, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია,რომ ოლიგარქის განცხადებაში ბევრი სახიფათო ფრაზა იკითხება. ივანიშვილს ისტორიის გადაწერის მცდელობა ხალხმა არ აპატია. მეორე დღეა გვესმის ბოდიში, მაგრამ არა დამნაშავეების მისამართით, როგორც ეს ოლიგარქს უნდოდა, არამედ ოკუპანტების მიერ მოკლული გმირების ხსოვნის მიმართ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.