როგორ ამართლებს მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ საშიშ განცხადებას?

16.09.24 20:44
როგორ ამართლებს მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ საშიშ განცხადებას?

"სპეკულაცია" და "სიბინძურე" - ასეთი პასუხი აქვს "ქართული ოცნებას" იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მესამე დღეა, ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადების გამო პროტესტს გამოთქვამს. 

საუბარია, ომგამოვლილ ქალაქში გაკეთებულ გზავნილზე, სადაც "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენ ოს დებთან და ძმებთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია. არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა - ომი და ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. იმ ადამიანებმა, ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ, უნდა გააცნობიერონ, რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს ამ ბინძურ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და ეს სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის, გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები", - ამბობს მდინარაძე.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები