ოლიგარქი სამშენებლო ბიზნესში - სკანდალური კვლევა
ქველმოქმედებით შენიღბული ოლიგარქის სამშენებლო ბიზნესი. ეროვნული ბანკი ამ დრომდე არ გვპასუხობს რა რეაგირება მოახდინა "ქართუ" ბანკის კანონდარღვვევაზე. ირკვევა, რომ ივანიშვილი ბანკი უკვე წლებია სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული - ეს კი კანონმდებლობით აკრძალულია. საცხოვრებელი და სასტუმრო აპარტამენტები ბაკურიანში. "ქართუმ" მასშტაბური მშენებლობა საბანკო რეგულაციების უხეში დარღვევით 2 წლის წინ დაიწყო.
მოგვიანებით მშენებლობა ასევე ივანიშვილის ფონდ "ატუს" მიყიდა 14 მილიონად. ანუ ოლიგარქის საქველმოქმედო ფონდი რეალურად დეველოპერული ბიზნესით არის დაკავებული. ატუს ფინანსური ანგარიშები კი ისევე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, როგორც "ქართუ" ბანკის. ყველა უწყება, რომელიც ვალდებული იყო "ქართუს" უკანონო ბიზნესზე რეაგირება ჰქონოდა, ახლა დუმილის რეჟიმშია გადასული. არადა სხვა ნებისმიერ ბანკს ეს კანონდარღვევა ლიცენზიის ფასად დაუჯდებოდა.