პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ კლინიკაში - ოპოზიცია "ოცნებას" რეპრესიებში ამხელს
პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ კლინიკაში - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნების" რეპრესიული მანქანის მორიგი მსხვერპლი "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრია.
ხელსიუფლების ოპონენტების თქმით, ზურაბ აბაევი სასტიკად არის ნაცემი. ადვოკატისა და თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, სამართალდამცველები ზურაბ აბაევს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ახალგაზრდამ იკითხა, რატომ უღებდნენ ქუჩაში სურათებს.
ადვოკატი ირწმუნება, რომ აბაევი ცემა ცემით მიიყვანეს განყოფილებაში, სადაც ცუდად გახდა. ამის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა დაკავებული კლინიკაში გადაეყვანა. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.