ოთხი წელი რუსული კანონის გაპროტესტების გამო - რას იზამს პრეზიდენტი?

16.09.24 20:58
ოთხი წელი რუსული კანონის გაპროტესტების გამო - რას იზამს პრეზიდენტი?

ოთხი წელი რუსული კანონის გაპროტესტების გამო - გიორგი შანიძის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდა კაცი სასამართლო კლანის დახმარებით სამაგალითოდ დასაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა  სხდომათა დარბაზში მყოფებისთვის. ახლა ყველა პრეზიდენტის  გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი  ოთხწლიანი პატიმრობისთვის განწირულ აქტივისტს. 

 გიორგი შანიძე უკრაინაში იბრძოდა, დაბრუნების შემდეგ კი ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს რუსთაველზე იცავდა და რუსულ კანონს აპროტესტებდა. გამოძიება შანიძეს სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით  მარიხუანას  მოყვანა- შენახვას ედავებოდა.  ბრალდებული დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის რეჟიმმა მას რუსული კანონის გაპროტესტება არ აპატია და  ამიტომ შეკერეს საქმე მის წინააღმდეგ.

აქტივისტების დასჯის მცდელობა - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები